logo_geo
eng_logo
ლეონიდ პარფიონოვმა მოქალაქეობა შეიცვალა და რუსეთიდან გაიქცა?!
- +

21 მარტი. 2016. 12:10


წინასწარი მონაცემებით, მან უკვე იშოვა სამსახური ისრაელის ერთ-ერთ ტელეარხზე.


მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ტელეწამყვანი ლეონიდ პარფიონოვი ემიგრაციაში წავიდა და მოქალაქეობა შეიცვალა. ისრაელის ტელეარხ Iland-ის ცნობით, მისმა ქალიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა შერემეტევოს აეროპორტში გადაღებული ფოტო გეოგრაფიული აღნიშვნით.


როგორც ამბობენ, ჟურნალისტმა საპასპორტო კონტროლის გავლისას წარადგინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი ვიზა.


ზოგიერთი მონაცემით, პარფიონოვმა ინფორმაცია არ დაადასტურა.


ლეონიდ პარფიონოვი  - ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტი, რეჟისორი, მსახიობი, რამდენიმე პოპულარული ტელეპროექტის ავტორი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner