logo_geo
eng_logo
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა გაიხსნა
- +

16 ნოემბერი. 2016. 15:48


 

 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) N2 სექტორ „იორის" ახალი შენობა გაიხსნა.



ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.


ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. იგი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 40-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება და მესაზღვრეებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის უკეთესად შესრულებაში შეუწყობს ხელს.



შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, ასევე, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ახალ სასაზღვრო სექტორს ააშენებს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner