logo_geo
eng_logo
„ცრემლები წამომცვივდა“ - რუსუდან შარაძე მამის მკვლელობაში მსჯავრდებულ ბარათელს შეხვდა
- +

16 ნოემბერი. 2016. 16:15



აკადემიკოს გურამ შარაძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქმეში ახალი მოწმეები გამოჩნდნენ, რომლებმაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას.


„ტარდება სერიოზული საგამოძიებო მოქმედებები, ვერ დავაკონკრეტებ, რას ვგულისხმობ. რაც შემიძლია ვთქვა, საქმეშია ახალი მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2007 წლის 20 მაისს გიორგი ბარათელი სრულიად სხვა ვითარებაში და სხვა ადგილზე იმყოფებოდა. ის იყო შანიძის ქუჩაზე და არა მკვლელობის ადგილას. ასე რომ, იმედიანად ვარ, ვიდრე ადრე. პროკურატურის მხრიდანაც სერიოზული მოქმედებები გამოიკვეთა და მოწმეებიც ემატებიან საქმეს. საქმე კომპეტენტური გამომძიებლების ხელშია.

 

ბარათელს რაც შეეხება, მე მას სამჯერ შევხვდი ციხეში ამ ზაფხულს. პირველი შეხვედრა იყო ემოციური, ცრემლებიც კი წამომივიდა. ამდენი წელი ველოდებოდი ამ შეხვედრას და ამდენი წელი ველოდებოდი, ჩამეხედა ამ ადამიანის თვალებში... იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა, კეთილგანწყობილი, სხვაგვარს არც ველოდი..." - განაცხადა შარაძემ.


ამასთან, შარაძის თქმით, ის აგრძელებს აქციას, სადაც მამის მიერ გამოცემულ წიგნებს მსურველებს უსასყიდლოდ გადასცემს.


„რაც შეეხება აქციას, უკვე მესამედ ვაწყობ. გურამ შარაძის წიგნებს საჩუქრად ვაძლევ მოწვეულ სტუმრებს და უბრალო მოქალაქეებს, გამვლელ-გამოვლელებს მკვლელობის ადგილზე. შემდეგ  აქციაზე იქნება „აკაკი წერეთლის" 4-ტომეული, „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია", - განაცხადა შარაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner