„ყველამ და მითუმეტეს, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ როგორც ყველაფრის ჭამა არ შეიძლება, ისე არ შეიძლება ყველაფრის თქმაც!" - ამის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების შემდეგ პრეზიდენტის გამოხმაურებაზე საუბრისას ლალი მოროშკინამ განაცხადა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოსთვის" ხელმძღვანელმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნა, საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე საჯარო პირის მიერ ღიად საუბარი არასწორია.
„ჩვენი ე.წ. ელიტის წარმომადგენლები ერთბაშად ეროტიკულ განწყობაზე დადგნენ, ვნებები აიშალეს და თავიანთ „მდიდრულ სექსუალურ ცხოვრებაზე" საჯაროდ დაიწყეს ლაპარაკი
იმავე ევროპელებს ნამდვილად არ აქვთ დადებითი რეაქცია იმაზე, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და მოსახლეობას საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე ესაუბრება. გიორგი მარგველაშვილს შესაძლოა, დაზარალებულთა მხარდაჭერის კეთილშობილური სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ სოლიდარობის გამოსახატად გაცილებით უფრო დახვეწილი და ადეკვატური ფორმები არსებობს", - განაცხადა მოროშკინამ.