რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმფონდში" დაცული ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოს უბრუნდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით. 17 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში", „გოსფილმფონდში" დაცული ოთხი ქართული ფილმის ქართული მხარისთვის საზეიმო გადაცემის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და „გოსფილმფონდის" გენერალური დირექტორი ნიკოლაი ბოროდაჩევი გაუძღვებიან.