ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ჭაბუკებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ქართველმა ჭაბუკმა მოჭიდავეებმა სამი მედალი - ორი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვეს.
ჩემპიონები გახდნენ - ლაშა ტვილდიანი 76კგ წონით კატეგორიაში და ჯემალ ვაშაკიძე 85კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალს კი, ირაკლი ვაშაკიძე 63კგ წონით კატეგორიაში დაეუფლა.
სამივე მოჭიდავის მწვრთნელი ოთარ ტატიშვილია.