საქართველოს ნაკრებისა და „მილანის" ყოფილი მცველი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ვებგვერდ „Secolo XIX"-სთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
„ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის ბევრს ვაკეთებთ და გარკვეული დროის შემდეგ, რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ვარ, სპორტი არ დამვიწყებია", - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე - თუ ვის ურჩევდა კალაძე იტალიურ გუნდებს, ყოფილმა ფეხბურთელმა შემდეგი პასუხი გასცა: „საბა კვირკველია - საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის" მცველი".