17 ნოემბერს, 19:00 საათზე, „მაგთი კლუბში", სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის „დებიუტი" პრეზენტაცია გაიმართება.
კრებული გამომცემლობა „სვეტმა" გამოსცა. პროექტის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე.
გამოცემაში წარმოდგენილია ახალგაზრდა ნიჭიერი სტუდენტების, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტების შემოქმედება - პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, თარგმანები. კრებული გაფორმებულია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებით.