logo_geo
eng_logo
ხვალ სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის „დებიუტი“ პრეზენტაცია გაიმართება
- +

16 ნოემბერი. 2016. 19:19



17 ნოემბერს, 19:00 საათზე, „მაგთი კლუბში", სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის „დებიუტი" პრეზენტაცია გაიმართება.



 კრებული გამომცემლობა „სვეტმა" გამოსცა. პროექტის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე.



გამოცემაში წარმოდგენილია ახალგაზრდა ნიჭიერი სტუდენტების, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტების შემოქმედება - პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, თარგმანები. კრებული გაფორმებულია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებით.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner