logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
- +

16 ნოემბერი. 2016. 19:27



„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე  ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბიძინა ივანიშვილს.


ბატონო ბიძინა, ა/წ 8 ნოემბერს, „ქართუ ფონდში" გამოგიგზავნეთ წერილი. სამწუხაროდ, დღემდე თქვენგან პასუხი ვერ  მივიღეთ. ამიტომ,   მოგმარათავთ განმეორებით.


 საკითხი ეხება:  საქართველოს ეკონომიკური განვითარების: ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოსა და „მერკოსურის" ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წლის  დეკემბრის პირველ ნახევარში გათვალისწინებული გვაქვს შესაბამისი ღონისძიებების  განახორციელება:

1.            არგენტინისა და ბრაზილიის ბიზნესწრეების წარმომადგენლების მოწვევა  საქართველოში;

2.            ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაცია, 1965 წელს, მოსკოვში,  ბრაზილიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდებს შორის, ამხანაგური თამაშის შემდეგ გადაღებული ისტორიული  ფოტოს მიხედვით, -  რომელშიც ასახული არიან გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი;

3.            ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის  პრეზენტაციაზე გიორგი სიჭინავასა და ანზორ კავაზაშვილის მოწვევა;

4.            ბ-ავთანდილ ხარაიშვილის „ჰიმნი ვარსკვლავებზე" , ბ-ნ   ვაჟა აზარაშვილის   მუსიკის მიხედვით - პრეზენტაცია;

5.            მსოფლიო ჩემპიონი ქვეყნების:  არგენტინისა და ბრაზილიის   ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს შორის  ამხანაგური თამაში ფეხბურთში-  „მეგობრობის თასზე";

6.            ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვა არგენტინის,  ბრაზილიისა და საქართველოს  ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით. 

აღსანიშნავია, რომ ა.წ. 8 ნოემბერს არგენტინის სახლმა საქართველოში პრესკონფერენცია გამარათა ზემოაღნიშნული საკითხების შესახებ, - საინფორმაციო სააგენტო რეპორტიორში. ამ პრესკონფერენციაზე სკაიპის საშუალებით  განხორციელდა ჩართვა, ჩვენს არგენტინელ და ბრაზილიელ პარტნიორებთან, რომლებმაც დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა საქართველოსთან თანამშრომლობაზე

ბატონო ბიძინა,

ვითვალისწინებთ, რა თქვენს მიერ საქართველოში განხორციელებულ გრანდიოზულ პროექტებს,  გთხოვთ გაგვიწიოთ დახმარება   ა.წ.     დეკემბრის პირველ ნახევარში  განსახორციელებელი  ღონისძიებების დაფინანსებაზე, რომელიც  სავარაუდოდ შეადგენს - 350  000 აშშ დოლარს.   ამის გარდა, თქვენი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება  ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაციაზე მოვიწვიოთ ბ-ნი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, - პელე.      

არგენტინა -  ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს შორის  ამხანაგური თამაშის შედეგად შემოსული  თანხები მოხმარდება   საქართველოს ჭაბუკ ფეხბურთელთა გადამზადების საქმეს არგენტინასა და ბრაზილიაში;  მცხეთა-მთიანეთის გუბერნიასა და სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების, ამავე რეგიონების ტურიზმისა და სპორტის წარმომადგენლების საქმიან ვიზიტს არგენტინაში, ბრაზილიასა და ურუგვაიში. აგრეთვე, შემოსული თანხები მოხმარდება პირველი ქართული მართლმადიდებულური ეკლესიის დაფუძნებას არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში და  საქართველოს საპატრიარქოს,   „ქართუ" ჯგუფის,  საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორისა" და სპორტული გაზეთ „ლელოს"  წარმომადგენლების  ვიზიტს არგენტინაში. 

ბატონო ბიძინა,

 აღნიშნულ, საერთაშორისო მნიშვნელობის უაღრესად საინტერესო საქმეში, თქვენი დაინტერესებისა და ჩართულობის შემთხვევაში, საჭიროდ მიგვაჩნია მოეწყოს  ჩვენი საქმიანი შეხვედრა თქვენთვის სასურველ დროს (რაც შეიძლება მალე), რათა გაირკვეს და დაზუსტდეს წამოჭრილი შეკითხვები", - წერია მიმართვის ტექსტში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner