logo_geo
eng_logo
აღმოსავლეთ- დასავლეთის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა დაიწყო
- +

16 ნოემბერი. 2016. 21:04



აღმოსავლეთ- დასავლეთის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი - გარდაბნის" მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. მილის დიამეტრი 700 მმ-ია. დღეისთვის სამუშაოების 35%-ზე მეტი შესრულებულია. პროექტის ღირებულება შეადგენს 3 482 298 ლარს.


„წითელი ხიდი-გარდაბნის" პროექტის განხორციელებით „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია"​ მთლიანად დაასრულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-საგურამოს" 90 კმ სიგრძისა და 700მმ დიამეტრის ახალი მონაკვეთების მშენებლობას.


აღნიშნული მონაკვეთები ჩაანაცვლებენ არსებულ კოროზირებულ და სხვაგვარად დაზიანებულ მაგისტრალურ გაზსადენებს, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ 1959 წელს შევიდა ექსპლოატაციაში.


მშენებლობა უზრუნველყოფს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრიდან აზერბაიჯანული გაზის შეუფერხებლად და გაზრდილი მოცულობებით მიწოდებას საქართველოს ყველა მომხმარებლისათვის, პირველ რიგში კი - თბილისისთვის და ასევე, გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურებისათვის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner