logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია
- +

16 ნოემბერი. 2016. 21:21


 

„სააკაშვილმა დაარღვია კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, კანონი თავდაცვის შესახებ, ფაქტობრივად მან უგულებელყო ყველა კანონი",- ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევის საქმის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პროკურორი აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტის ქმედება არის მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება  თანამდებობის პირმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტოს.


„დღეს დაიკითხა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა და მისი მოადგილეები. მათ დაადასტურეს რომ პირადად მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ და ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც არ არსებობდა პარლამენტის თანხმობა და ჯერ არ იყო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. დადასტურდა დღევანდელ პროცესზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.

 

სააკაშვილმა დაარღვია კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, კანონი თავდაცვის შესახებ, ფაქტობრივად მან უგულებელყო ყველა კანონი, რომელიც არეგულირებდა ჯარის გამოყენებას და მან ამით ჩაიდინა დანაშაული. ეს ქმედება არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი როგორ შეიძლება გადაამეტოს თანამდებობის პირმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner