logo_geo
eng_logo
თემურ თათარაშვილი: რაც ჩემთვის უნდა გადაეხადათ, იმდენს რობი უილიამსი კონცერტის წინ თმის დავარცხნაში მოითხოვს
- +

21 მარტი. 2016. 13:07


მომღერალ თემურ თათარაშვილის განცხადებით, კულტურის სამინისტროს რობი უილიამსის ჩამოყვანა საქართველოში ძალიან დიდი თანხები დაუჯდება.


„ღმერთმა გაახაროს, ზოგს რობი უილიამსი უყვარს, ზოგს - ელტონ ჯონი. ესენიც უნდა ჩამოიყვანონ, ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ რაც ჩემთვის უნდა გადაეხადათ, იმდენს რობი უილიამსი კონცერტის წინ თმის დავარცხნაში მოითხოვს. მოსკოვში სტუმრობის დროს ჩემი მეგობარი რამაზ ბოჭორიშვილი იყო მისი სტილისტი და კარგად ვიცი, რა თანხები გადაიხადეს. ნახავენ, რაც მოუვათ..." - განაცხადა თათარაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ მომღერალს კულტურის სამინისტრომ საიუბილეო კონცერტის დაფინანსებაზე უარი უთხრა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner