logo_geo
eng_logo
ხათუნა ლაგაზიძე: სააკაშვილი ორ ფრონტზე იბრძვის
- +

16 ნოემბერი. 2016. 23:38



ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო  არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა 90% ირჩევდა სააკაშვილს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პარტიაზე დისტანციური მართვის უნარი დაკარგა. ლაგაზიძის შეფასებით, სააკაშვილი რეალურად ორ პოლიტიკურ ფრონტზე იბრძვის, რის გამოც მისი ყურადღება და ენერგია საქართველოს არ ჰყოფნის.


ექსპერტის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებობს სურვილი, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება.

 

„მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო „ნაციონალური მოძრაობის" დისტანციური მართვა და ეს იყო სრულიად რეალური, რადგან დისტანციურად მართვა ყოველდღიურ რეჟიმში არის ურთულესი და მიუხედავად სააკაშვილის მხრიდან ფაქტის უარყოფისა, ის ორ ფრონტზე იბრძვის. შესაბამისად, სააკაშვილის ყურადღება და ენერგია ორად გაიყო, ეს კი არ ეყო საქართველოს და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ცარიელ ადგილზე გაჩნდა სააკაშვილის ჩანაცვლების სურვილი. ოპოზიციაში დარჩენის შემდეგ პარტიამ დაიწყო განტევების ვაცის ძიება და ქვეყანაში დარჩენილი ლიდერებისთვის ეს უფრო საბაბია მიხეილ სააკაშვილისგან გასათავისუფლებლად. ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა 90% ირჩევდა სააკაშვილს", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner