logo_geo
eng_logo
გურამ ფალავანდიშვილი: ,,გირჩი'' დიდი გარყვნილების ხის პატარა ნაწილია
- +

16 ნოემბერი. 2016. 23:38



„ჩვენ ვთესავთ მარიხუანას და მოგვყავს ეს  დანაშაულია",- ამის შესახებ ფილოლოგმა გურამ ფალავანდიშვილმა „tvპირველის" ეთერში ისაუბრა. როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ, მაგრამ მისი პოპულარიზაცია დაუშვებელია.


„გირჩი" ამ დიდი სიბინძურის ხის პატარა გირჩია, რომელსაც ჰქვია მეტი თავისუფლება, გარყვნილება, ნარკომანია და უბედურება. აბა კითხეთ, სამეძაო სახლების ლეგალიზაცია მოსწონთ? ალბათ, მოსწონთ.

 

მოხმარებაზე დაჭერა არ უნდა იყოს, მაგრამ ამას კი არ ითხოვენ. იძახიან, რომ მარიხუანა ნარკოტიკი არ არის. მარიხუანა ადამიანს ვნებს. მორფზე დამოკიდებული ადამიანებისგან გამიგია, რომ ისინი უფრო ჯანსარად არიან ვიდრე პლანაქეშები, რომელიც ადებილებს.

 

მარიხუანის ერთი მოწევაც კი არის ძალიან საშიში. მან შეიძლება გამოიწვიოს შიზოფრენია, დამოკიდებულება. მარიხუანა არის კარიბჭე მძიმე ნარკოტიკების. დაჭერას არავინ არ ემხრობა. საუბარია, ლეგალიზაციაზე, პოპულარიზაციაზე და აგიტაციაზე",- განაცხადა ფალავანდიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner