ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ჩემთვის პირადად ყველა „ნაციონალი" განასახიერებს სააკაშვილსაც, ადეიშვილსაც, ახალაიებსაც, მერაბიშვილსაც და უგულავასაც. ყველა ეს მეტასტაზი ერთი ორგანიზმია სახელად სააკაშვილის ჯალათური რეჟიმი.
როგორც არ არსებობს ტერმინი - ექსჯალათი, ისე არ არსებობს ყოფილი „ნაციონალი". ადამიანი რომელიც ჩართული იყო „ნაცების" რეჟიმში, თავად იყო და არის ის რეჟიმი",- წერს უძილაური.