logo_geo
eng_logo
სესილია მალმსტრომი: ევროპულ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქციის გატანისთვის თანამშრმლობა გაღრმავდება
- +

21 მარტი. 2016. 13:14


ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპულ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქციის გატანის მიზნით მხარეები თანამშრომლობას გააღრმავებენ.



ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან, განვიხილეთ, თუ რა სტადიაზეა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი. მინისტრმა ისაუბრა რეფორმებზე, ასევე ვისაუბრეთ საჭირო ზომებზე, რათა მცირე და საშუალო ბიზნესი ინფორმირებული იყოს და მოემზადოს ევროპულ ბაზარზე გასასვლელად. იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქტი გავიდეს, ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება", - განაცხადა სესილია მალმსტრომმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner