logo_geo
eng_logo
გალაკტიონ ტაბიძე: „დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე!“
- +

17 ნოემბერი. 2016. 02:57



ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი, ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი,  გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს, ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დაიბადა.


გალაკტიონ ტაბიძე - დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე


დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე,

მსურს ვიხალისო, მსურს მოვილხინო,

მომავალ ბედის სადღეგრძელებლად

მინდა რომ ყანწით დავსცალო ღვინო.

მაშ მომილოცეთ, რაღას უყურებთ?

ვარდ-ყვავილებით მომირთეთ ბინა,

წუხელის მე ამ დღეზე ვფიქრობდი,

ვერ მოვისვენე, არ დამეძინა.

ერთი დღე მაინც, ერთი დღე მაინც

მწარე ოცი წლის განმავლობაში

დამითმეთ, რომ მე ვიყო მეუფე

ამ განუსაზღვრელ მარტოობაში.

არავინ მოდის?.. არავისა სურს,

რომ ვიხალისო, რომ მოვილხინო?..

ხა, ხა, ხა, ხა, ხა! დღესაც მარტო ვარ,

მაგრამ რას ვეძებ, მომეცით ღვინო!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner