logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: რუსეთი გამონაკლისი არ არის
- +

17 ნოემბერი. 2016. 02:59



ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსების სტატუტზე თავისი ხელმოწერა გააუქმა, ვლადიმირ პუტინის განკარგულების თანახმად. ჩვენთან პუტინის მოქმედება ისე შეფასდა, რომ მას პასუხისმგებლობისა შეეშინდა ცხინვალის მოვლენების გამო - ვაითუ დამიჭირონო. შეიძლება ასეც იყოს, არ ვდაობ...

სხვათა შორის, ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, ამერიკამ იგივე ნაბიჯი დიდი ხნის წინ გადადგა.

------

2000 წელს რომში ხელი მოეწერა სტატუტს (შეთანხმებას) სასამართლოს შექმნის თაობაზე. ხელისმომწერთა შორის იყო რუსეთიც, მაგრამ მოსკოვს მისი რატიფიცირება არ მოუხდენია, ანუ იურიდიულად სასამართლოს უფლებამოსილება რუსეთზე არ ვრცელდებოდა.

 

თუმცა რუსეთი, ჰო, გასაგებია, მაგრამ სასამართლოს ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე თვით ამერიკის შეერთებული შტატებია. უფრო მეტიც - ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციამ აშშ-ის ხელმოწერა უკან გაიხმო, ანუ გააუქმა. ვაშინგტონმა სტატუტი ეროვნული ინტერესების შემლახველ დოკუმენტად მიიჩნია. სხვათა შორის, სტატუტი რატიფიცირებული არ აქვთ ჩინეთს, ისრაელს, ინდოეთს...

 

ასე რომ, რუსეთი გამონაკლისი არ არის",- წერს კილაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner