logo_geo
eng_logo
შეიფარემცენარე - თბილისის ქუჩებში „მოხეტიალე“ ქოთნის მცენარეები გამოჩნდნენ
- +

17 ნოემბერი. 2016. 03:15



თბილისის ქუჩებში გამოჩენილი „მოხეტიალე" ქოთნის მცენარეები მყუდრო სახლისა და ერთგული პატრონის მოლოდინში არიან. ამიტომაც, თუკი ქუჩაში შემთხვევით შენიშნავთ რომელიმე მათგანს მწვანე ეტიკეტით,- #შეიფარემცენარე, შეგიძლიათ წაიღოთ და მოუაროთ.


აქციის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩაზე დაიდო ქოთნის მცენარეები (დღეში 50 ერთეული), რომლებზეც მიმაგრებული იყო ეტიკეტი წარწერით, - „#შეიფარემცენარე" და „ეს მცენარე არის 380 წლის, შეიფარე და გააგრძელე ისტორია".  ქუჩაში მოულოდნელად ნაპოვნ მცენარეებს გამვლელები იღებდნენ და თან მიჰქონდათ მოსავლელად.


ქოთნის ყვავილები გამოჩნდნენ ქუჩებში, სკვერებში, საბავშვო მოედნებზე, საავადმყოფოებთან, სასწავლო დაწესებულებებსა, თუ სხვადასხვა კომპანიის კართან. აქცია 2016 წლის 7 ნოემბერს დაიწყო და ამ დრომდე არც ერთი დარჩენილა თავშესაფრისა და ერთგული პატრონის გარეშე. შესაბამისად, კამპანიის მიზანი, რომ თითოეული მცენარით ბუნების სიყვარული გააზიაროს, მიღწეულია.


ჯერჯერობით უცნობია ყველაზე მთავარი, ვინ არის ამ აქციის მთავარი „დამნაშავე"?! თუ ვინაა სინამდვილეში კამპანიის ორგანიზატორი და რატომ არიან მცენარეები 380 წლის, საზოგადოებისთვის პარასკევს გახდება ცნობილი.


მათ, ვისაც მცენარეების შეფარების საშუალება არ მიეცათ, დასკვნით ღონისძიებაზე უფასოდ გადაეცემათ სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეები. თუ სად და როდის ჩატარდება დასკვნითი ღონისძიება, ესეც ამ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.


 

 

 

 

წყარო: marketer.ge

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner