logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: თსუ-ს რექტორის საკითხი უნდა გადაწყვიტოს აკადემიურმა საბჭომ
- +

21 მარტი. 2016. 13:24


განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭოს გადასაწყვეტია რექტორის იმპიჩმენტის საკითხი.



უნდა დადგეს თუ არა თსუ- რექტორის საკითხი, ეს უნდა გადაწყვიტოს საბჭომ და ძალიან კარგია, რომ საბჭომ ეს პასუხისმგებლობა აიღო. აკადემიური საბჭო არის მმართველი ორგანო, რომელსაც აქვს ეს ვალდებულება, რომ რექტორის ნებისმიერი კანონდარღვევა და გადაცდენა განიხილოს საბჭოს ფარგლებში და ეს არ უნდა იყოს სტუდენტების, ახალგაზრდების გასარჩევი საკითხი, უფრო მეტი დაპირისპირების საგანი. კარგია, თუ საბჭომ ეს პასუხისმგებლობა აიღო თავისთავზე და ამ საკითხს განიხილავს. არ დაგვავიწყდეს, რა ცუდი მდგომარეობა გვქონდა უნივერსიტეტში.

 

 

ბოლო დღეებში სტუდენტების მიერ გამოთქმული საკითხები დღის წესრიგში უნდა დადგეს და პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. თუ თსუ- აკადემიუერი საბჭო საჭიროდ ჩათვლის, რაიმე მოკვლევა სტუდენტების მიერ გამოთქმულ საკითხებთან დაკავშირებით სამინისტრომ განახორციელოს, განათლების სამინისტრო უკან არ დაიხევს.

 


მიუღებელია, თუ როგორ განვითარდა მოვლენები უნივერსიტეტში, ამიტომ ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში უნდა გადავიდეს, აკადემიური საბჭოს განხილვის რეჟიმში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ჩვენი მხრიდანაც არის მოლოდინი, რომ საბჭო მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას. ყოველშემთხვევისათვის, რაც საბჭომ უნდა უზრუნველყოს, არის ის, რომ არც ერთი საკითხი არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი და მოკვლევის გარეშე", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner