logo_geo
eng_logo
„გარდენ ჰოლში“ მე-17 ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
- +

11 ნოემბერი. 2016. 12:07



10 ნოემბერს „გარდენ ჰოლში", მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის" ორგანიზებით, რიგით მე-17 ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.


25 საუკეთესო ბიზნესკომპანიას, 10 ინვესტორს და 3 კონკურსგარეშე კომპანიას შორის, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანიად „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" და დავით ზუბიტაშვილი დასახელდა, რომელიც, ასევე, გრანპრის მფლობელიც გახდა. სპეციალური ორდენი დავით ზუბიტაშვილს „ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა და ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გადასცეს.


16 ნოემბერს, 22.30 საათზე, „ობიექტივის" ღამის სტუდიის პირდაპირ ეთერში ისაუბრებენ მალხაზ გულაშვილი და „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ზუბიტაშვილი.


გადაცემას გაუძღვება ბონდო მძინარაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner