logo_geo
eng_logo
კოტე მახარაძე 90 – 30 წლის წინანდელი რადიოინტერვიუ
- +

17 ნოემბერი. 2016. 12:25



დღეს კოტე მახარაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. 1959 წელს მიხეილ ქვლივიძის ლექსის ბოლო სტრიქონი, რომელიც გიორგი შავგულიძის გარდაცვალებას მიუძღვნა, ასე მთავრდებოდა: „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს".


მას შემდეგ ბევრი ღირსეული კაცი წავიდა ამ წუთისოფლიდან და სწორედ კოტე მახარაძეა ის პიროვნება, რომელიც მართლა დააკლდა ქალაქს. კარგი მსახიობი, დიდებული კომენტატორი, საზოგადო მოღვაწეობასაც რომ ღირსეულად უთავსებდა თავის ძირითად პროფესიას. მოკლედ, ეს იყო მართლა კაცი, თავისი ხალხის, ქვეყნის სამსახურში თავგადადებული პიროვნება...


ეს ვიდეოსიუჟეტი ამ სამი წლის წინ მომზადდა. დღესაც ტრადიციულად მის საფლავთან გავლენ მისი შვილები, მეგობრები, ახლობლები. კიდევ ერთხელ გაიხსენებენ და პატივს მიაგებენ კაცს, რომელიც მართლა დააკლდა ქალაქს და არამარტო ქალაქს.


მაშ ასე, კოტე მახარაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამავე სიუჟეტში გთავაზობთ 30 წლის წინ მის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვახტანგ (კოკოშა) კობაიძის მიერ ჩაწერილ რადიოინტერვიუს.


 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner