logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ვლადიმერ ჯიქია თუ ანა პოლიტკოვსკაია?
- +

17 ნოემბერი. 2016. 12:31


 

ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

ვლადიმერ ჯიქია თუ ანა პოლიტკოვსკაია?

2006 წელს თბილისში ჯიქიას ქუჩას სახელი შეუცვალეს და პოლიტკოვსკაია დაარქვეს...

ვლადიმერ ჯიქია - იგი აგებდა ელექტროსადგურებს და გაჰყავდა გზები, აშენებდა სახლებს, ოცნებობდა ქართული ჯარის შექმნაზე და იყო სულით და ხორცით ქართველი. საქართველოს ვლადიმერ ჯიქიას მსგავსი ლიდერი სჭირდებოდაო, ამბობდა კონსტანტინე გამსახურდია ... 1937 წელსრიონჰესის" მშენებლის, ინჟინერ-ჰიდროლოგ ვლადიმერ ჯიქიას გასამართლების მიზეზი ის გახდა, რომ იგი იმ დროის ულამაზეს თინათინ ჯიქიაზე იყო დაქორწინებული - ქალზე, რომელიც მასობრივი რეპრესიების ავტორს თვალში მოუვიდა. ეს იყო კიდევ ერთი უდანაშაულო წყვილის ტრაგედია, რომელიც ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდება...

ანა მაზეპა-პოლიტკოვსკაიასი, რუსი ჟურნალისტი, რომელიც ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომის და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებით და ვლადიმ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით.

იგი 2006 წელის მოსკოვში მოკლეს.

მე მაინც მგონია, რომ ხალხი ჯიქიას უერთგულებს და ისაა. ჯორჯ ბუშის ქუჩა და რეიგანის და ტარას შევჩენკოს ძეგლებ და სხვაც ბევრი და ვაზელინური პატივცემები" რომ გამოვასწოროთ, არ მოსულა?" - წერს კვაჭანტირაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner