ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ის, რომ „ნაციონალებში" დაშლის ნიშნებია, დღეს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა.
„ექს-პრეზიდენტის სიმართლე იშვიათია ხოლმე. მას უყვარს იმის თქმა, რაც მისთვის მომგებიანია იმ მომენტში და არ აინტერესებს, ეს სიმართლეა თუ არა. ის, რომ დაშლის ნიშნებია, დღეს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. დღევანდელი დაშლა ლოგიკურს ხდის იმას, რომ წინა ჯგუფების გამოყოფა, „გირჩის" და ვაშაძის გუნდების, შემთხვევითი არ იყო.
ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ფარულად, პირიქით ცდილობს იმას, რომ ყრილობა არ ჩატარდეს. მე უფრო დამაჯერებელი ეს მეორე ვერსია მგონია და არა - განცხადებული სურვილი ყრილობის ჩატარების", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში.