logo_geo
eng_logo
ჰილარი კლინტონი: გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის, ვიბრძოლოთ ჩვენი ღირებულებებისთვის და არასოდეს დავნებდეთ
- +

17 ნოემბერი. 2016. 13:47



ჰილარი კლინტონი პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში მას შემდეგ, რაც დამარცხება აღიარა აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე.



კლინტონმა მხარდამჭერებს მოუწოდა, გააგრძელონ ბრძოლა ქვეყნისთვის, რომელიც „დიდი იმედის მომცემია".


 

ვაღიარებ, რომ დღეს საღამოს აქ მოსვლა ჩემთვის არ იყო ყველაზე იოლი რამ.

გასულ კვირას იყო მომენტები, როდესაც ერთადერთი, რაც მსურდა, იყო საერთოდ არ გავსულიყავი სახლიდან.

ვიცი, რომ გასული კვირის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა დაუსვა თავის თავს კითხვა - არის თუ არა ამერიკა ის ქვეყანა, რომელიც გვეგონა, რომ იყო. მაგრამ, გთხოვთ, მომისმინეთ, გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის, ვიბრძოლოთ ჩვენი ღირებულებებისთვის და არასოდეს დავნებდეთ", - ჰილარი კლინტონმა აუდიტორიას ვაშინგტონში „ბავშვთა დაცვის ფონდის" საღამოზე მიმართა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner