„BBC"-ის ცნობით, ფრანგი იმპრესიონისტის კლოდ მონეს ნამუშევარი „თივის ზვინი" „კრისტის" აუქციონზე 81,4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
ეს ფრანგი ხელოვანის ნამუშევრებში გადახდილი რეკორდული თანხაა - წინა რეკორდმა 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ეს ტილო 1891 წელს არის შექმნილი. ნახატის თავდაპირველი ფასი 40 მილონი აშშ დოლარი იყო.