სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე „ტვიტერზე" მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
„დიდი მადლობა გიორგი კვირიკაშვილს და კოლეგებს გასული წლების განმავლობაში ერთობლივი, წარმატებული ძალისხმევისთვის საქართველოს ევროკავშირთან და NATO-სთან დასაახლოვებლად! მოუთმენლად ველოდები საქმიანობის დაწყებას ვაშინგტონში", - წერს დავით ბაქრაძე „ტვიტერზე".
დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად მუშაობას დეკებრიდან შეუდგება.
მთავრობის მოქმედმა შემადგენლობამ დღეს ბოლო სხდომა გამართა.