ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა თანამდებობას ტოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა, თუმცა თანამდებობაზე დონლად ტრამპის ინაუგურაციამდე დარჩება.
ჯეიმს კლეპერის თქმით, ამჟამად აშშ ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
„მე მუშაობის 64 დღე დამრჩა", - აღნიშნა კლეპერმა.
ჯეიმს კლეპერი აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორად 2010 წლის აგვისტოში დაინიშნა.