უცხოური მედიის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ლიბიის სანაპიროებთან 340 მიგრანტი დაღუპული ან დაკარგულია. ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე" ინფორმაციით, 27 მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა, რომლებიც იტალიაში შეიყვანეს.
გადარჩენილი ადამიანების განცხადებით, ისინი ზღვაში ნავით ორშაბათს, ტრიპოლის სანაპიროდან გავიდნენ, მაგრამ მოვაჭრეების კატერმა, რომელიც თან ახლდა მათ ნავს, მიატოვა და ბედის ანაბარა დატოვა. შედეგად, გადატვირთულ ნავში შტორმის შედეგად წყალი დაგროვდა და ჩაიძირა. ასზე მეტი ადამიანიდან მხოლოდ 27 გადარჩა.