logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: განათლების სისტემა ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
- +

17 ნოემბერი. 2016. 22:06



განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მარიამ ჯაშმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას თავის გამოცდილებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.


„მე ვარ წამყვანი ავტორი საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის არსებული 5-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმისა, სადაც არა მხოლოდ ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარების, არამედ განათლების სისტემის გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის გზებია განსაზღვრული. არაერთი კვეთა მქონდა სამეცნიერო თვალსაზრისითაც, რაც ამ შემოთავაზებას, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დავიკავო, ჩემთვის საინტერესოს ხდის. ეს ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია, რადგან განათლების სისტემა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია", - განაცხადა ჯაშმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner