logo_geo
eng_logo
საგარეო უწყება: საქმის კურსშია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩო
- +

21 მარტი. 2016. 13:54


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს:


„იტალია პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია იტალიის რესპუბლიკაში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე იტალიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელიც ადგილზე ამოწმებს აღნიშნულ ინფორმაციას. ასევე აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე საქმის კურსში იქნა ჩაყენებული საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩო", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner