ქართული კინომემკვიდრეობა საქართველოს უბრუნდება. რუსეთის „გოს ფილმო ფონდმა" შეთანხმების მიხედვით კულტურის სამინისტროს ცნობილი ქართველი რეჟისორების 4 ფილმი გადასცა. ლეო ესაკიას „ჰოლტზე" და „ამერიკანკა" , მიხეილ ჭიაურელის „უკანასკნელი საათი" და ნუცა ღოღობერიძის „ბუბა".
2 წლის წინ მიღწეული შეთანხმების შედეგად უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოში 706 მოკლემეტრაჟიანი, სრულმეტრაჟიანი, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმის დაბრუნება იგეგმება.
„პირველი ოთხი ფილმი, რომელიც უკვე ჩამოვიდა საქართველოში გახლავთ, ლეო ესაკიას „ჰოლტზე" და „ამერიკანკა" , მიხეილ ჭიაურელის „უკანასკნელი საათი" და ნუცა ღოღობერიძის „ბუბა". გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო ამ პროცესის დაწყებას და მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა უწყებას, ადამიანს, ვინც მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა",- განაცხადა კულტურის მინისტრამ მიხეილ გიორგაძემ.