logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძემ ზვიად კუპრავას: სად წერია, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია?
- +

17 ნოემბერი. 2016. 23:25




„ევროპარლამენტმა რომელ პირზე თქვა რომ არის პოლიტიკური პატიმარი?",- ამ კითხვით უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ  ზვიად კუპრავას ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში მიმართა.


კუპრავამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ვანო მერაბიშვილს გულისხმობს. კაკაბაძემ აღნიშნული პასუხის შემდეგ განაცხადა, რომ მერაბიშვილის პოლიტიკური დისკრიმინაცია „ნაციონალური მოძრაობის" გამოგონული ტყუილია.


„სად წერია, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი? ეს „ნაციონალური მოძრაობის" გამოგონილი ტყუილებია. ევროპარლამენტმა თქვა რომ სულხან მოლაშვილი იყო პოლიტპატიმარი, რომლის განაჩენშიც ეწერა, რომ მე-14 მუხლით არის დაპატიმრებულიო, რაც გულისხმობს პოლიტიკურ დისკრიმინაციასო. სხვა არცერთ პატიმართან დაკავშირებით მსგავსი რამ არ თქმულა. დემაგოგები და აფერისტები ხართ თავიდან ბოლომდე",- განაცხადა კაკაბაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner