შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯია" მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. კომპანიას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში მდებარე 8816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა გადაეცა.
პროგრამის ფარგლებში დღეის მდგომარეობით მხარდაჭერილია 211 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 249.21 მლნ ლარს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 246.25 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10369 ადამიანი.