ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა (სტაბილიზაცია) ცემენტის მსგავსი სპეციალური მინარევით ხორციელდება. მისი ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე 5-6 დოლარია, რაც თითქმის ორჯერ იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით. აღნიშნული მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა და ასევე ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია.