logo_geo
eng_logo
„რამდენჯერ მინდოდა, მოგფერებოდი“- მომღერალ ლაშა ღლონტს მამა გარდაეცვალა
- +

17 თებერვალი. 2016. 23:12


აჭარაში, ჭოროხისა და ზღვის შესართავთან ნაპოვნი გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის მამაკაცი მომღერალ ლაშა ღლონტის მამა აღმოჩნდა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი ახლობლებმა უკვე ამოიცნეს. ადგილზე, სადაც ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომღერალი მისი მამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად წერდა.


მამის ძმაკაცი. უმძიმესი წუთები მიდგას, ტრაგიკულად გარდაცვლილ მამას, რომლის ცხედარიც 5 დღის ძებნის შემდგომ წყალში ვიპოვეთ, ღამეს ვუთევ. მახსენდება მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი. უცებ, თითქოს არაფერ შუაში გონებაში ამოტივტივდა ერთი ისტორია: შეყვარებული ვიყავი და ჩემს მომავალ მეუღლესთან - თეასთან ერთად ბათუმის ქუჩებში ვსეირნობდი. ერთ-ერთ კაფეში მამაჩემის ძმაკაცი, ნუგზარ ჯაფარიძე შემხვდა. რომ დამინახა გოგოსთან ერთად, ფეხზე წამოდგა, თეას ხელზე ეამბორა, ერთი წუთითო, გვითხრა და სადღაც გაუჩინარდა. 5 წუთში იგი თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგულით მოგვევლინა. ამ ამბის მერე, იგი მალე გარდაიცვალა. უკვე ძალიან გვიანია, დილის 4 საათი. ვდგავარ მამის კუბოსთან მარტოდმარტო და მიხარია, რომ არ გამწირა უფალმა და ცხედარი მაინც ვიპოვე. უცებ კარზე მორიდებული კაკუნის ხმა შემომესმა, მივედი და კარს უკან ბატონი ნუგზარის შვილი, ზალიკო იდგა. ,,უკაცრავად, ლაშა, შეიძლება მამათქვენს ფსალმუნი წავუკითხოო".

იგი დილამდე იდგა მამაჩემის კუბოსთან და ჩუმად, თვალცრემლიანი ფსალმუნს კითხულობდა", - წერს ლაშა ღლონტი.


„რამდენჯერ მინდოდა, მოგფერებოდი. როგორ ვერ გიშველე, როგორ არ ვიყავი შენს გვერდით იმ საშინელ წუთებში. ალბათ, როგორ გინდოდა შველა, როგორ გციოდა, როგორ გეშინოდა და არავინ იყო ირგვლივ! ჩემო ყველაზე კეთილო, ყველაზე სათნო, ყველაზე წესიერო, ყველაზე პატიოსანო, ყველაზე ღვთისნიერო, ყველაზე უანგარო, მთელი ქალაქის სათაყვანებელო ადამიანო. ჩემო მშობელო მამავ!"- აღნიშნავს ფეისბუქის გვერდზე ლაშა ღლონტი.

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner