logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: ისტორიული დღეა
- +

18 ნოემბერი. 2016. 00:56



ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ისტორიული დღეა, რადგან დავრწმუნდით, რომ სამართლის პოვნა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებსაც შეუძლიათ, თუ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. 


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოკლული ნიკა ლომინაძის შეცდომაში შეყვანილ მშობლებს საქმის მასალები აჩვენეს, მათ ამის არ სჯერათ, რადგან ძალიან უჭირთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ.


„სამართალი მართლაც ურმით დადის, მაგრამ მიზნამდე ბოლოს მაინც მიდის.  ეს რწმენა ყველას უნდა ჰქონდეს. იმ გამრუდებული სამართლის პირობებში, რომელსაც მართლმსაჯულება მხოლოდ პირობითად შეიძლება უწოდო, უდანაშაულოდ ბრალდებული ძალიან ბევრი ადამიანი იყო და დღეს მიღებული გადაწყვეტილება მათთვის სხივია, რადგან ისინიც სამართალს ელიან.

 

 ნიკა ლომინაძე თითით საჩვენებელი პიროვნება იყო. ამბობენ, რომ მას არავითარი ხინჯი არ ჰქონდა. ასეთი ადამიანის მკვლელობა, მითუმეტეს მშობლისთვის მოუშუშებელი ჭრილობაა. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომაში შეყვანილ მშობლებს საქმის მასალები აჩვენეს, მათ ამის არ სჯერათ, რადგან ძალიან უჭირთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ.  ჩვენ სხვა დაზარალებულებთანაც გვქონია საქმე და ვიცით, რომ მათ ფსიქოლოგიური მომენტი აქვთ და ამბობენ, რომ თუ დამნაშავე ეს არ არის, მაშინ დანაშაული ვინ ჩაიდინა?! დაზარალებულ მშობელს აქვს ლეგიტიმური კითხვა, თუ ვინ მოკლა მისი შვილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში უნდა დარჩნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრი ობიექტური ვერ იქნება, მაგრამ მოვიდეს სასამართლოში ნებისმიერი ობიექტური ადამიანი, ყველაფერი საკუთარი ყურით მოისმინოს და თუ ეჭვი დარჩება, რომ ეს ადამიანები რამეში დამნაშავეები არიან, თქვას", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner