logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ცოტა უნდა მოვითმინოთ და შევიტყობთ გადაწყვეტილებას
- +

18 ნოემბერი. 2016. 01:20


ახალარჩეული პარლამენტის წევრმა,ზაზა გაბუნიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რა თანამდებობას დაიკავებს.როგორც გაბუნიამ აღნიშნა, იგი რჩება საქართველოს პარლამენტში და საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოში განაგრძობს.


„ცოტა უნდა მოვითმინოთ ჩემთან მიმართებაში და შევიტყობთ გადაწყვეტილებას. ჩვენ, სანამ წერტილი არ დაესმება, ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ. მე დაახლოებით 7 წელი ვიმუშავე თბილისის თვითმმართველობაში, როგორც საკრებულოს წევრმა, შემდგომში კი, როგორც გამგებელმა. ჩემთვის თვითმმართველობის საკითხები არის ძალიან კარგად ცნობილი. ამავდროულად, მე შიგნიდან ვიცნობ საჭიროებებს და პრობლემატიკას. მე ამ მიმართულებით ვაპირებ აქტიურ მუშაობას არა მხოლოდ თბილისთან, არამედ მთელ ქვეყანასთან მიმართებაში. ვრჩები საქართველოს პარლამენტში. მე საქმიანობას ვაგრძელებ საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა გაბუნიამ.


მანვე არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატი იყოს.

 

„მე ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. ასეთი საკითხები წყდება და საჯაროვდება მაშინ, როდესაც გუნდში კონსულტაციები დასრულებულია. ამიტომ ამ ინფორმაციას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. ვინ იქნება კანდიდატურა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. კანდიდატურებზე საუბარი იქნება არჩევნების მოახლოებასთან ერთად", - აღნიშნა გაბუნიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner