logo_geo
eng_logo
ისრაელ ახმედოვი - თაღლითი თუ?...
- +

18 ნოემბერი. 2016. 02:45


ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ერთი წლის წინ,  2015 წლის აგვისტოში საქართველოში ჩამოვიდა ინვესტორად წოდებული ვინმე ისრაელ ახმედოვი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების სურვილით და არაერთ სახელმწიფო ჩინოვნიკსაც შეხვდა...


ერთი წლის მანძილზე „რეპორტიორს" არაერთმა ბიზნესმენმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა თხოვნით, რომ აღნიშნული „ინვესტორის" საქმიანობით დავინტერესებულიყავით...



როგორც ცნობილია, ახმედოვმა  გააფორმა რამოდენიმე მემორანდუმი და, სავარაუდოდ, ამ მემორანდუმებით უცხოეთში, კერძოდ დუბაიში კრედიტს ეპოტინებოდა. ერთიცაა: ფულის მიღების შემთხვევაში რა მიმართულებით წავიდოდა თანხები, არავინ იცის.


რეპორტიორი" კოლეგა ჟურნალისტებთან ერთად იწყებს  ჟურნალისტურ გამოძიებას ისრაელ ახმედოვის  საქმიანობის შესასწავლად. საინტერესოა, რისთვის სჭირდება ისრაელ ახმედოვს სახელმწიფოსგან ხელმოწერილი კონტრაქტები? ან, თუნდაც მაღალი თანამდებობის პირებთან გადაღებულ და შემდეგ  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს რისთვის და რა მიზნით იყენებს? ვინ არის რეალურად ისრაელ  ახმედოვი?ერთი ჩვეულებრივი თაღლითი თუ მართლა ინვესტორი, რომელსაც რეალურად უნდა საქმის კეთება ჩვენს ქვეყანაში?


მედია- ჰოლდინგი რეპორტიორი" და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ჟურნალისტურ გამოძიებას ისრაელ ახმედოვის ვიზიტის მიზეზებზე საქართველოში... და ამ გამოძიებას, გაგრძელება, რა თქმა უნდა,  ექნება!


p.s.

როგორც ბოლოს გახდა ჩვენთვის ცნობილი, „ისრაელახმედინვესტმენტის" თანამშრომლები, ჟურნალისტები და მისგან გაბითურებული რამდენიმე მოქალაქე პროკურატურაში შესატან სარჩელსაც ამზადებს...

ვნახოთ, რას მოიგებს ლამის საკუთარი სამშობლოდან გამოძევებული (!) ახმედოვი საქართველოში...

რაც წააგო, ამას თავადაც მალე მიხვდება!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner