logo_geo
eng_logo
„თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 - დაძლიე დამოკიდებულება“ დასრულდა
- +

18 ნოემბერი. 2016. 10:28



„თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 - დაძლიე დამოკიდებულება" დასრულდა. ყველაზე მეტი მედლის მფლობელ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდს გრან-პრი  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცა.


სტუდენტური ოლიმპიადა თბილისში,  2016 წლის 3 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. პროექტის მიზანი, შემეცნებით, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდობის ჩართულობით, ანტინარკოტიკული პროპაგანდის წარმოება და ცხოვრების ჯანსაღ წესის პოპულარიზაციაა.  


შეჯიბრებები სპორტის ექვს სახეობაში, მინიფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, "ფეინთბოლსა" და ბოულინგში მიმდინარეობდა. გრან-პრის მფლობელის გარდა, თითოეულ მიმართულებაში გამარჯვებული გუნდებიც გამოავლინეს. მათ ფულადი პრიზები, ჯილდოები და სიგელები განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სამსახურის სხვა თანამშრლომლებმა გადასცეს.


თბილისის მერის თქმით, სპორტული ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. „სტუდენტებს საშუალება აქვთ,  გამოავლინონ საკუთარი სპორტული შესაძლებლობები და მათ შორის საუკეთესო გახდეს გამარჯვებული. თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს ამ და სხვა სპორტულ ღონისძიებებს და მომავალშიც გააგრძელებს. გვსურს უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში და ამით ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას",-განაცხადა დავით ნარმანიამ.


სტუდენტურ ოლიმპიადაში დედაქალაქის მასშტაბით, 23 უმაღლესი სასწავლებლის 2500 სტუდენტი მონაწილეობდა. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და  ,,სამოქალაქო ინიციატივა - საზოგადოების ჯანმრთელობისათვის'' ორგანიზებით  გაიმართა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner