logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი დაეყრდნო რუსულ წყაროებს
- +

21 მარტი. 2016. 14:07


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.


მისი თქმით, პრაღაში წასვლამდე პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა და სასაუბრო თემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.



მართალი გითხრათ, პრეზიდენტის განცხადებით გაოცებული დავრჩი. სანამ პრაღაში წავიდოდი, რამდენიმე დღით ადრე შევხვდი პრეზიდენტის მრჩეველს, რომელთანაც დეტალურად გავიარე ყველა ის საკითხი, რომლის განხილვასაც ვაპირებდით, ასევე შევხვდი სხვა უწყებების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს. პრაღიდან დაბრუნებისთანავე დავიწყე შეხვედრები. შევხვდი პრემიერს, შევხვდები საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვა უწყებების წარმომადგენლებს, შევხვდები პრეზიდენტის მრჩეველს და რა თქმა უნდა, თავად პრეზიდენტს, თუ ამის სურვილი ექნება.

შეხვედრის შესახებ სრული წერილობითი ინფორმაცია ეგზავნება ყველა უწყებას, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და უშიშროების საჭოს.

ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე და კარასინის ცნობილ განცხადებებზე საუბრისას ბატონი პრეზიდენტი გუშინ დაეყრდნო არა ქართული მხარის ინფორმაციას, არამედ რუსულ წყაროებს. მას ან მის წარმომადგენლებს რომ ჩვენი ინფორმაციისთვის მოესმინათ, მე მათ ავუხნიდი, რომ როცა კარასინმა თავისი განცხადებები გააკეთა, მაშინ მე იმ ადგილას ფიზიკურად არ ვიყავი და ამ განცხადებების შესახებ მოგვიანებით შევიტყვე, ამიტომ არ მქონდა საშუალება, ჩემი კოლეგისათვის მყისიერად მეპასუხა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

აბაშიძის განცხადებით, აუცილებლად ექნება საუბარი გრიგორი კარასინთან იმ განცხადებებზე, რომელიც მისი მხრიდან გაკეთდა.



ბატონ პრეზიდენტს კითხვა გაუჩნდა ჩემს მიერ ნახევრად ხუმრობით, თუნდაც სერიოზულად, ჟურნალისტისთვის ნათქვამზე, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ჭკუით უნდა მოვიქცეთ. როდის აქეთ გახდა ჭკუით მოქცევა პოლიტიკაში საეჭვო ან ცუდი?" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner