logo_geo
eng_logo
პატრიარქი პარლამენტის სხდომის შემდეგ ქუთაისიდან მოსკოვში გაემგზავრება
- +

18 ნოემბერი. 2016. 11:01



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება, რის შემდეგაც საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად ქუთაისიდან მოსკოვში გაემგზავრება.



ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უწმინდესი 19 ნოემბერს რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდება.



საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 20 ნოემბერს მოსკოვში მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც მართლმადიდებლური სამყაროს პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ, რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.



სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის და ქართულ დიასპორასთანაც გამართვს შეხვედრას. შეხვდება თუ არა ილია მეორე რუსეთის ოფიციალურ პირებს, ჯერჯერობით უცნობია.



ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით ბოლოს 2013 წლის ივლისში იმყოფებოდა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner