logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა ფარული კადრების გავრცელებას მეგის ქარდავას უკავშირებს
- +

21 მარტი. 2016. 14:14


რეჟისორი გოგა ხაინდრავა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებას მეგის ქარდავას უკავშირებს. ამის შესახებ ხაინდრავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ქვეყანაში შექმნილი აჟიოტაჟი სწორედ მათ ინტერესში შედის, ვინც ეს კადრები თავის დროზე გადაიღო და ვის ხელშიც ახლა ეს მასალა იმყოფება.


„საპოტესტო აქციებში მონაწილეობენ ვაშაძე და ბარამიძე, რომლებიც მთელი ამ წლების მანძილზე თავად იყვნენ ამ სიბინძურის შემქმნელები. სხვა არაფერი გაუკეთებიათ მათ, თუ არა ამ სისტემის გაძლიერება. ეს ადამიანები იმ  აქციაში მონაწილეობენ, რომელიც მიმართულია სწორედ ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები კი, მათთან ერთად აქციების გამართვით, თავს აიგივებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან".

 

როდესაც ეს უფლებები აბსოლუტურად დაუფარავად, ღიად ირღვეოდა ყოველდღიურად, მაშინ არ გვეხებოდა ეს ჩვენ? მაშინ არ იყო ადამიანის უფლებების დაცვა საჭირო და მხოლოდ დღეს გახდა?

 

თუ პრობლემის მკურნალობას ვიწყებთ, დიაგნოზიც სწორი უნდა დავსვათ. საუბარია იმაზე, თუ რატომ არ ხდება დროული გამოძიება. ყველამ ხომ კარგად იცის, რომ ამის გამოძიება შეუძლებელია. ეს ყველაზე კარგად იმ ადამიანებმა იციან, ვინც ამ თემაზე ყველაზე მეტს გაჰყვირიან. გაფრინდა ჩიტი, ეს კადრები დიდი ხანია საზღვარგარეთაა გატანილი. ინტერნეტის შავ ბაზარზეა ეს კადრები და კონკრეტული ფასი ადევს. მეგის ქარდავამ პირდაპირ თქვა, რომ თუ იქნება დათა ახალაიას წინააღმდეგ განხორციელებული დევნა, ის გამოაქვეყნებს ამ ჩანაწერებს. ზუსტად მათ აძლევთ ხელს ეს აჟიოტაჟი და ხმაური, ვისაც ეს კადრები გააჩნიათ", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner