აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ იმედოვნებს, დონალდ ტრამპს რუსეთთან მიმართებაში კონსტრუქციული მიდგომა ექნება.
„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, ჩემი მიდგომა რუსეთისადმი არ შეცვლილა. ვიმედოვნებ, რომ არჩეულ პრეზიდენტს რუსეთისადმი კონსტრუქციული მიდგომა ექნება, რომ ის ითანამშრომლებს რუსეთთან იმ სფეროებში, სადაც ჩვენი ღირებულებები და ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და ასევე შეეწინააღმდეგება რუსეთს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვევა", - განაცხადა ბარაქ ობამამ.