logo_geo
eng_logo
„მოვხუცდი და საინტერესო აღარ ვარ?“ - თათარაშვილი კულტურის სამინისტროს მიმართავს
- +

21 მარტი. 2016. 14:19


საქართველოს კულტურის სამინისტრომ მომღერალ თემურ თათარაშვილს საიუბილეო კონცერტის დაფინანსებაზე უარი განუცხადა. მომღერალი უწყებას მიმართავს და უარის თქმის განმარტებას სთხოვს:



„ალბათ, წინა მთავრობიდან ეუბნება ვიღაც - თემური არ დააფინანსოო. სხვა რა ვიფიქრო?! ვერავინ იტყვის, თემურმა ხმა დაკარგაო. შეუძლიათ, ნებისმიერი მომღერალი დამიყენონ გვერდით. ვერც იმას იტყვიან, მაყურებელი არ ჰყავს და ბილეთები არ გაიყიდებაო.

მინდა, მივმართო კულტურის სამინისტროს - ოფიციალურად მითხარით, რა მიზეზით მითხარით უარი კონცერტის დაფინანსებაზე? ვეღარ ვმღერი და ამიტომ? თუ მოვხუცდი და საინტერესო აღარ ვარ? ან იქნებ იმიტომ, რომ წინა მთავრობას არ ვუყვარდი?" - აცხადებს თათარაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner