ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს კულტურის სამინისტრომ მომღერალ თემურ თათარაშვილს საიუბილეო კონცერტის დაფინანსებაზე უარი განუცხადა. მომღერალი უწყებას მიმართავს და უარის თქმის განმარტებას სთხოვს:
„ალბათ, წინა მთავრობიდან ეუბნება ვიღაც - თემური არ დააფინანსოო. სხვა რა ვიფიქრო?! ვერავინ იტყვის, თემურმა ხმა დაკარგაო. შეუძლიათ, ნებისმიერი მომღერალი დამიყენონ გვერდით. ვერც იმას იტყვიან, მაყურებელი არ ჰყავს და ბილეთები არ გაიყიდებაო.
მინდა, მივმართო კულტურის სამინისტროს - ოფიციალურად მითხარით, რა მიზეზით მითხარით უარი კონცერტის დაფინანსებაზე? ვეღარ ვმღერი და ამიტომ? თუ მოვხუცდი და საინტერესო აღარ ვარ? ან იქნებ იმიტომ, რომ წინა მთავრობას არ ვუყვარდი?" - აცხადებს თათარაშვილი.