logo_geo
eng_logo
საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა
- +

18 ნოემბერი. 2016. 13:05

 

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ინიციატივით ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.


ღონისძიება ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ გახსნა და  ქართველი ერის ტოლერანტობაზე,  ქართველებსა და სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შორის თანაცხოვრებაზე ისაუბრა. 


დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მიმართა და მოწვეულ სტუმრებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა. 


ღონისძიების ფარგლებში, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მხატვრების მიერ თბილისურ მოტივებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 


დღესვე თბილისში მცხოვრები დიასპორების წარმომადგენლებმა შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავისადმი მიძღვნილ,  საკრებულოს მიერ ინიცირებულ პროექტში - „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" მიიღეს მონაწილეობა.  


ღონისძიების დასასრულს, ეროვნული უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გაზეთის „გიურჯისტანი" რედაქტორი ისლამ ალიევი და ხუთი დიასპორის უხუცესი წარმომადგენლები თბილისის საკრებულომ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. 


ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, მერიისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner