ლევან ბერძენიშვილი ირმა ინაშვილს, ნინო ბურჯანაძესა და გოგი თოფაძეს რუსეთის ინტერესების გამტარებლად მოიხსენიებს. ამის საპასუხოდ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „ალიას" ესაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებამ გაშიფრა იარლიყების თემა იმდენად გაუფასურდა, რომ აღარ ჭრის ამ იარლიყების მიწებება... და აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება თინა ხიდაშელზე, სინამდვილეში არის მხოლოდ ხიდაშელის მხარდამჭერი განცხადება. ინაშვილი განმარტავს, რომ კარასინი არ არის გამოუცდელი პოლიტიკოსი და უნდა ხვდებოდეს, როცა თინა ხიდაშელს საფრთხედ მოიხსენიებს, ამით ხაზს უსვამს, რომ თინა ხიდაშელი არის პროდასავლური ძალა და რუსეთისთვის არის საფრთხე.
„ვფიქრობ, საზოგადოებამ გაშიფრა, იარლიყების თემა იმდენად გაუფასურდა, რომ აღარ ჭრის ამ იარლიყების მიწებება. უნდა ითქვას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება თინა ხიდაშელზე, სინამდვილეში არის მხოლოდ ხიდაშელის მხარდამჭერი განცხადება. როცა შენი ქვეყნის მიწების ოკუპანტი საფრთხედ მოიხსენიებს შენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, არის მცდელობა, რომ მას წონა გაეზარდოს. კარასინი არ არის გამოუცდელი პოლიტიკოსი და უნდა ხვდებოდეს, როცა თინა ხიდაშელს საფრთხედ მოიხსენიებს, ამით ხაზს უსვამს, რომ თინა ხიდაშელი არის პროდასავლური ძალა და რუსეთისთვის არის საფრთხე. მოდით, რეალურად ვთქვათ, რუსეთისთვის ხიდაშელი რა საფრთხეა? არავითარი, მაგრამ ის, რაც ხდება, არის ხიდაშელის კიდევ ერთხელ გადარჩენის მცდელობა.
თინა ხიდაშელს გადარჩენაში სააკაშვილი ეხმარება, კარასინის განცხადებაც არ იყო შემთხვევითი. კარასინს ეს განცხადება რომ გაეკეთებინა, ამისთვის იღვაწა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიამ, დამსახურებულმა „კაგებეშნიკმა", დიახ, ამისთვის იღვაწა, რომ თინა ხიდაშელი საფრთხედ მოეხსენებინათ. ამით ე.წ. პროდასავლური იმიჯი განმტკიცებულიყო. სინამდვილეში არავითარი პროდასავლური ძალა არ ყოფილა არც სააკაშვილი და არც თინა ხიდაშელი არ არის. ის, რომ რესპუბლიკური პარტია და „ნაციონალური მოძრაობა" არიან ერთად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა „იმედის" ეთერში გადაცემა „პოლიტიკაში", სადაც მაია ორჯონიკიძემ მთელი სამყარო რუსეთის აგენტად გამოაცხადა, გარდა თინა ხიდაშელისა და რესპუბლიკური პარტიისა. მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ მოსწონს თინა ხიდაშელი და რესპუბლიკური პარტია. სინამდვილეში, სააკაშვილზე დიდი აგენტი რუსეთს ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ჰყოლია. რუსეთს ემუქრებოდა და ოკუპანტს ეძახდა, მაგრამ ჩვენი მიწების 22% რუსეთს ჩააბარა. ეს ის ხალხია, რომელიც პროდასავლურობაში იმას გულისხმობს, რომ პატიმრები უნდა აწამონ", - განაცხადა ინაშვილმა.