საქართველოს სახელით 94 კილოგრამში მოასპარეზე არსენ კასაბიევს რუსი ძალოსნების დოპინგის გამო ბრინჯაოს მედალი გადაეცემა. რუს ძალოსნებს - ჰაჯიმურატ აკაევს (94) და დიმიტრი ლაპიკოვს (105), დოპინგის გამო პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები ჩამოართვეს.
კასაბიევი ჩინეთში მეოთხე ადგილზე გავიდა და 3 კილოგრამით ჩამორჩა აკაევს.
ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის განცხადებით, „კასაბიევისთვის ოლიმპიური მედლის გადაცემა დროის ამბავია და ამას წინ ვერაფერი დაუდგება".